იმისათვის რომ ვისარგებლოთ APPLE-ს აპლიკაციების მარკეტით – App Store-თ, აუცილებლად დაგვჭირდება APPLE ID, ანუ მარტივად რომ ვთქვათ დარეგისტრირება App Store-ზე… რეგისტრაციის გავლა სულაც არაა შეუძლებელი და რაღაც “ჯადოსნურ შელოცვებთან” დაკავშირებული,  მაგრამ გარკვეულ ცოდნას საჭიროებს და მინდა დაწვრილებით აღვწერო თუ რისი გაკეთება მოუწევს საკუთარი APPLE ID-ის შექმნისათვის მომხმარებელს! თუმცაღა გასათვალისწინებელია რომ ბარათის გარეშე დარეგისტრირების შემთხვევაში  App Store-დან შეძლებთ მხოლოდ free  ანუ უფასო აპლიკაციების გადმოწერას!
ტექსტი რომ განსაკუთრებულად არ გავართულოთ მაგალითს დავწერ კომპიუტერიდან  iTunes-ის გამოყენებით დარეგისტრირებაზე, დაახლოებით იგივენაირად ხდება თვითონ აპარატიდანაც ოღონდ  თუ კომპიუტერიდან iTunes-იდან შევდივართ App Store-ზე, აპარატს პირდაპირ აქვს ცალკე გამოტანილი App Store და ვიწყებთ იქედან…

მაშ ასე:

1) გავხსნით კომპიუტერში iTunes და შევდივართ iTunes Store-ზე, საძიებო ველში ვწერთ რამე უფასო აპლიკაციას (skype, viber, iBooks, facebook…) და როცა მოვძებნით ვაჭერთ გადმოწერას,   ამოხტება პატარა ფანჯარა რომელიც გვეუბნება გადმოწერისათვის შეიყვანეთ თქვენი ID-ო, ვინაიდან ჩვენ ჯერ მხოლოდ ახლა ვაპირებთ ID-ს შექმნას, იმ ფანჯარაზევე ვაჭერთ Create Apple ID

1

2)  გაიხსნება ახალი ფანჯარა სადაც iTunes შეგვახსენებს რის გაკეთებას შევძლებთ მომავალში ჩვენი ID-ით და აქ უბრალოდ ვაჭერთ Continue

3) გაიხსნება შემდეგი ფანჯარა სადაც  მოვნიშნავთ “I have read and agree to these terms and conditions” და ვაწვებით Agree

4) აჰა, გაიხსნება კიდევ ერთი ფანჯარა სადაც ვავსებთ შესაბამის ველებს და ვაჭერთ ისევ და ისევ  Continue

2

5) და აი,   კიდევ ერთი ახალი ფანჯარაც ( მალე დამთავრდება 😀 ) სადაც ასარჩევი ბარათების გვერდით უკვე გამოჩნდება [None] რაც არაფრით არ გამოჩნდებოდა იმ შემთხვევაში, თუ უფასო აპლიკაციის გადმოწერით არ დავიწყებდით დარეგისტრირებას, ანუ სხვანაირად ბარათის გარეშე ვერ დავრეგისტრირდებით!!!
მაშ ასე, მოვნიშნავთ None -ს, შემდეგ ველს სადაც კოდის შეყვანას გვთხოვენ ვტოვებთ როგორცაა ხოლო დაბლა შემდეგი გრაფების შესავსებად ვიყენებთ Google-ს ან სხვა რომელიმე საძიებო სისტემას და ვავსებთ ისე რომ აუცილებელი არაა ვიცოდეთ ვის ტელეფონის ნომერს ვწერთ ან არსებობს თუ არა ის საერთოდ, მთავარია, რომელ ქალაქსაც ვწერთ არსებობდეს, იმ ქალაქში მართლა იყოს ის ქუჩა რომელსაც ვუთითებთ, სატელეფონო ინდექსი ემთხვეოდეს ამ ქალაქისას  და ა.შ… 😀  მე მაგალითად ასე შევავსებ:

3

მითითებული ველების შევსების შემდეგ ვაჭერთ Creat Apple ID

6) თუ ყველაფერი გავაკეთეთ როგორც ავხსენი მივიღებთ ასეთ ფანჯარას:

4

რაც იმის მაუწყებელია რომ ჩვენი საქმიანობის ძირითადი პროცესები დამთავრებულია და გვრჩება მხოლოდ მისი საბოლოო დამოწმება! დასამოწმებლად კი ჩვენს მიერ მითითებულ იმეილზე გამოიგზავნა მეილი! iTunes-ში გამოსულ ფანჯარაში მივაჭერთ OK -ს, შემდეგ  ნებისმიერი ინტერნეტ–ბრაუზერით ვხსნით ჩვენს  მეილს და გადავდივართ დასამოწმებლად გამოგზავნილ ლინკზე! აქ კი ბრაუზერშივე გაგვეხსნება ასეთი ფანჯარა სადაც უკვე შეგვყავს ჩვენს მიერ მითითებული იმეილი (აწ უკვე APPLE ID) და ასევე ჩვენს მიერ შერჩეული (მინიმუმ რვანიშნა) პაროლი.

5

ვაწვებით დაბლა   Verify Address

7) გამოდის ასეთი საბოლოო ფანჯარა და ვაწვებით Return to iTunes

6

ვბრუნდებით iTunes-ში, შეგვყავს ჩვენი ID,  Password და ვიწერთ რაც სულსა და გულს გაეხარდებაააააა!

შენიშვნა:
მოცემული მოქმედებები შეასრულეთ რაც შეიძლება სწრაფად იმიტომ რომ ბლანკების შევსებისათვის განკუთვნილი დრო ლიმიტირებულია და დროის გასვლის შემთხვევაში მოგიწევთ ყველაფრის თავიდან დაწყება!!! თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ აუცილებლად გამოგივათ, ვინაიდან ამ პოსტის დაწერისას აგერ ძალაუნებურად შემექმნა ID რომელიც უპრობლემოდ მუშაობს!!!

sis tema©

***********************************************************