ჩვენს შესახებ

მოგესალმებით ყველას!  მე ვარ sis tema და მინდა ამ პატარა ბლოგით კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო იმ გენიალურ გამოგონებას რასაც ეწოდება უბრალოდ  – APPLE.  წინამდებარე ბლოგიდან შევეცდები დავეხმარო ადამიანებს იმ სასწაულთან ურთიერთქმედებაში რასაც სტივ ჯობსი და მისი კომპანია ქმნიდა და ქმნის ადამიანთა წარმატებული და სასიამოვნო არსებობისათვის ამქვეყნად!

 

cdaf6732241e8403b37ed9d6108dde3d

რასაც აქ ვწერ ან მომავალში დავწერ არაა რაღაც კომერციული მიზნებისთვის და ფინანსური შემოსავლებისთვის შექმნილი პორტალი, ეს ბლოგი იქმნება მხოლოდ და მხოლოდ დამწყებთა დასახმარებლად და ვინაიდან დიდი პროფესიონალიზმით ნამდვილად ვერ დავიტრაბახებ, ზოგჯერ შეიძლება შეცდომებსაც გადააწყდეთ ხოლმე, მაგრამ ამისათვის მაინცდამაინც მკაცრად ნუ  განმსჯით, განვიხილოთ, გამოვასწოროთ, დავხვეწოთ და დამიჯერეთ ძალიან ბევრ ადამიანს გავახარებთ, რაც პირადად ჩემთვის დამერწმუნეთ ძალიან დიდი ჯილდოა!!!
ასევე მინდა მოგახსენოთ რომ ნებისმიერი მასალა რაც პირადად ჩემს მიერ არაა შექმნილი, აღებული მაქვს ინტერნეტიდან, ღია  საიტებიდან და საავტორო უფლებებზე გთხოვთ ნუ გამომედავებით! თუ ავტორის ვინაობა ხელმისაწვდომი იქნება, (ელემენტარულად, პატივისცემის ნიშნად) აუცილებლად დავურთავ მასალას, თუ არადა დასაბუთების შემდეგ რომ ავტორის მითითების გარეშე გამოყენებული მასალა თქვენ გეკუთვნით, დარედაქტირდება და გამოქვეყნდება თქვენი ავტორობით!

მაშ ასე, გადავეშვათ APPLE-ს ულამაზეს სამყაროში!!!

APPLE

Leave a comment