აღარავინ დავობს იმაზე, რომ iPhone არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სმარტფონი. თუმცა სწორედ იმიტომ რომ სმარტფონი ფუნქციურად არის ძალიან დატვირთული, ჩნდება ელემენტის პრობლემა, ის ჯდება შესაბამისად –  მალე.
მინდა შემოგთავაზოთ, რამდენიმე რჩევა რომელიც დაგეხმარებათ  iPhone-ს ელემენტის მუშაობის გახანგრძლივებაში, ანუ შედარებით მეტი ხნით შეინარჩუნებთ მის დამუხტულობას!!!

Screenshot from 2013-09-04 01:07:39

მაშ ასე:

1) რაც უფრო აწეულია სიკაშკაშე ტელეფონზე (Brightness), მით უფრო მეტ ენერგიას იყენებს ის.  ჩართეთ ფუნქცია Auto Brightness, ან დააყენეთ სიკაშკაშე ხელით, 20-50% – ზე, რადგან არ დაიხარჯოს ბევრი ენერგია ეკრანის განათებაზე.    

2) როდესაც თქვენ გამოდიხართ აპლიკაციებიდან Home (მთავარი) ღილაკის მეშვეობით, ისინი მაინც არ წყვეტენ მუშაობას. დააჭირეთ 2–ჯერ სწრაფ-სწრაფად აიფონის მთავარ ღილაკს (Home) და თქვენ შეგეძლებათ დაინახოთ ჩართული აპლიკაციების სია. დააჭირეთ რომელიმეს თითი ხანგრძლივად, ისე რომ არ აუშვათ. როდესაც ამ აპლიკაციებზე გამოჩნდება წითელი მინუსები, ამ მინუსზე დაჭერით  გათიშავთ შესაბამის აპლიკაციას. ეს კი საჭიროა რათა ტელეფონმა მუშაობისას რესურსები არ დაკარგოს ტყუილ-უბრალოდ!

3) Notifications – შეტყობინებები! ისინი ზოგჯერ არიან სასარგებლონი და საჭირონი, მაგრამ თქვენ ნამდვილად გინდათ, რომ მიიღოთ ისინი რომელიმე მეორეხარისხოვანი აპლიკაციების  შესახებ? ყოველი ნოტიფიკაცია სხვას რომ თავი დავანებოთ უბრალოდ ხომ ანთებს მაინც ტელეფონს რაც თავისთავად ხარჯავს ელემენტის რესურსს. თუ ასეთი ნოტიფიკაციები ბევრი გაქვთ ელემენტის ხარჯი უფრო იზრდება. იმისათვის, რომ გათიშოთ ყველა ნოტიფიკაცია სათითოდ ყველა პროგრამაზე საჭიროა შეხვიდეთ Settings > Notifications და ნოტიფიკაციები გამორთოთ იმის მიხედვით თუ რამდენად არ გესაჭიროებათ ის!

4) თუ პრობლემას არ შეგიქმნით ის რომ E-Mail გამოგზავნისთანავე არ მოგივიდეთ, დააყენეთ ის ხელით ჩამოტვირთვის რეჟიმში და დროდადრო ხელით შეამოწმეთ ხოლმე საფოსტო ყუთი! რაც უფრო იშვიათად მოხდება E-Mail-ის შემოწმება, მით უფრო გვიან დაჯდება ელემენტი!  მუდმივად ჩამოტვირთვის გასათიშად შევდივართ Settings > Mail, Contacts, Calendars > Fetch New Data და ვთიშავთ Push-ს!  დაბლა კი Fetch ვაყენებთ რამდენ ხანში ერთხელ გვინდა რომ სისტემამ შეამოწმოს ჩვენი საფოსტო ყუთი, ან ვაყენებთ Manual და ვამოწმებთ როცა ჩვენ მოვისურვებთ!

5) Location Services – ადგილმდებარეობის განსაზღვრა! მართალია ზოგიერთისათვის ეს ფუნქცია ერთობ საჭიროა და ასევე ზოგიერთი აპლიკაციის მუშაობისათვის აუცილებელია  ჩავრთოთ ის, მაგრამ თუ ამის საჭიროება არ გაქვთ გამორთეთ ეს ფუნქცია და ამით დაზოგავთ ელემენტის მოხმარებასაც და ინტერნეტ–ტრაფიკის მოხმარებასაც! გამორთავთ აქედან Settings > Privacy > Location Services!

6) შედით მენიუში, General > About > Diagnostic & usage. ეს ფუნქცია გამუდმებით აგზავნის სხვადასხვა რეპორტებს ტელეფონის მუშაობის შესახებ Apple-ს სერვერზე. ეს კი რა თქმა უნდა ისევდაისევ ელემენტის ფუჭი ხარჯვაა, გირჩევთ გამორთოთ ეს ფუნქციაც!

7) საკმაოდ დიდი რაოდენობით ენერგიას იყენებს Wi-Fi, Bluetooth და 3G მოდული. ასე რომ, თუ თქვენ იმყოფებით ისეთ ადგილას სადაც ინტერნეტი არ გჭირდებათ, გირჩევთ დროებით გათიშოთ ეს მოდულები. ამ გზითაც მნიშვნელოვნად დაზოგავთ ელემენტის ენერგიას.

8) თუ თქვენ არ გჭირდებათ არანაირი უსადენო შეერთებები, ჩართეთ  –  Airplane Mode

და ბოლოს,
მოხმარების შემდეგ ნუ შეინახავთ iPhone-ს ანთებული ეკრანით, ვინაიდან ის ყოველ ჯერზე მინიმუმ 1 წუთი უნდა ენთოს, რაც ასევე იწვევს ელემენტის რესურსის ფუჭ ხარჯვას! ჩააქრეთ ეკრანი (ანუ დაბლოკეთ) და შეინახეთ!!!

sis tema©

**********************************************************************