25pp

როგორ ჩავწეროთ ფასიანი  აპლიკაციები უფასოდ iOS ოპერაციულ სისტემაზე!!!
(ასევე უფასოებიც :P)

ძვირფასო მეგობრებო, არავისათვის გასაკვირი აღარაა ის ამბავი რომ iOS უაღრესად ჩაკეტილი სისტემაა და მასზე აპლიკაციების ჩასაწერად უნდა გამოვიყენოთ ოფიციალური აპლიკაციების მარკეტი – App Store! სადაც მოგეხსენებათ საჭირო აპლიკაციების უმრავლესობა უფასოა (Free), მაგრამ ასევე მრავლადაა აპლიკაციები (უფრო კი თამაშები) რომელთა სრული ვერსიებიც ფასიანია! აქ ჩნდება ორი პრობლემა, პირველი – არ გვაქვს ფული (თან ჩვენ ხო ქართველები ვართ და კიდეც რომ გვქონდეს, რატომ უნდა გადავუხადოთ ვინმეს თუ შეგვიძლია პროდუქტი მოვპაროთ :D), მეორე კი ისაა რომ ქართული ბარათები არ ებმება APPLE–ს App Store-ს და აპლიკაციების საყიდლად გვიწევს სხვა მეთოდებით ჩალიჩი, რაც საკმაოდ მომაბეზრებელია და თან საკმაოდ გვაწუხებს ნერვებზეც 😀

იწყება ფასისათვის გვერდის ავლაზე ფიქრი! პირველი ესაა, გაუკეთო ჯეილბრეიქი აიფონს, ანუ გატეხო სისტემა და დააყენო დაკრეკილი (ჰაკერებისგან გატეხილი აპლიკაციები), რომელთა მოძიებაც ინტერნეტში მოგიწევთ!!! მეორე “გამოგონება” კი ეკუთვნით ჩინელებს და მართალია ბევრი უარყოფითი მხარე აქვს მაგრამ მაინც წარმატებით გამოიყენება ჩვენს “ღვთივკურთხეულ” სამშობლოში!

მაშ ასე, სწორედ ეს მეორე ხერხი მინდა გაგაცნოთ ფასიანი აპლიკაციების უფასოდ ჩასაწერად!

გაითვალისწინეთ აქ ყველგან ყველაფერი ჩინურადა და უნდა ენდოთ ინტუიციას ან ჩემს გამოცდილებას! 😛

პირველ რიგში შევდივართ საიტზე 25pp.com და ვიწერთ პროგრამას ჩვენი აპარატურის შესაბამისად! მაგალითად კომპიუტერისათვის რომელზეც აყენია Windows ვიწერთ ამას!!!

ვაინსტალირებთ ჩვენს კომპიუტერში, ვხსნით, ვუერთებთ კაბელით iდევაისს და ველოდებით სანამ პროგრამა არ აღიქვამს ჩვენს დევაისს!

screen 25pp

   ამის შემდეგ მარცხენა მხარეს ვნახულობთ ოთხ განყოფილებას:

1) ესაა განყოფილება იმის შესახებ რასაც გვთავაზობს პროგრამა (საიტი 25pp.com).

2) ესაა განყოფილება ჩვენი კომპიუტერის შესახებ. (მაგალითად ამ განყოფილების პირველი სვეტი გვაძლევს ინფორმაციას კომპიუტერში გადმოტვირთული აპლიკაციების შესახებ!)

3) ესაა განყოფილება ჩვენი დევაისის სისტემის შესახებ! (არამცოდნეები აქ ნუ იბოდიალებთ :P)

4) ესაა განყოფილება ჩვენი დევაისის შესახებ!

screen 2-  25pp

ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ აპლიკაციების დაყენებაზე!

  იმისათვის რომ ფასიან პროგრამებზე უფასოდ შევიქმნათ წვდომა, ვაჭერთ პირველი განყოფილების მესამე სვეტზე (აუცილებლად), შემდეგ ვაჭერთ ზემოთ ძიების ზოლზე და ვწერთ ძებნაში სასურველი აპლიკაციის სახელს!

როცა სასურველ აპლიკაციას ამოგვიგდებს და მასზე კურსორს მივიტანთ გაჩნდება ორი შემოთავაზება, რომელიც დაბლა ფოტოზე 3 და 4 ნომრით მოვნიშნე! თუ ჩვენ დავაჭერთ პირველ ანუ 3 ნომრით აღნიშნულ შემოთავაზებას, აპლიკაცია გადმოიწერება ჩვენს კომპიუტერში ხოლო თუ დავაჭერთ მეორე შემოთავაზებას, ანუ 4 ნომრით მონიშნულს, აპლიკაცია გადმოიწერება და დაინსტალირდება პირდაპირ ჩვენს iდევაისში, რომელიც უკვე შეერთებული გვაქვს კომპიუტერზე!

©screen 3 25pp

სულ ესაა! გისურვებთ წარმატებებს!

  ჩინელებისას კი ვერაფერს გაიგებ და შეიძლება მალე შეიცვალოს რამე, ძირითადად ინტერფეისში მაგრამ იმედია ამის მიხედვით იმასაც აუღებთ ალღოს!

 

 

 რ ჩ ე ვ ა !

ვინაიდან არაოფიციალური და მოპარული თავისთავად ვერ იმუშავებს ისევე როგორც ოფიციალური და განახლებების წყაროზე მიბმული აპლიკაცია, ხშირია პრობლემები ამ ხერხით დაყენებული აპლიკაციების მოხმარებისას! ამიტომ გირჩევთ სანამ აქედან აპლიკაციების დაყენებას დაიწყებთ “დაარესთორეთ” დევაისი, არ გააქტიუროთ მასზე არანაირი APPLE ID და არ გამოიყენოთ არცერთ შემთხვევაში დევაისში ჩატვირთული iTunes  და App Store! შესაძლოა არც შეგექმნათ პრობლემა მათი გამოყენებისას მაგრამ ისიც შესაძლებელია რომ App Store-მა “იუცხოოს”  გარედან ჩამოტვირთული აპლიკაციები და საერთოდ გაგითიშოთ!

არ გაიკვირვოთ, Apple ID თუ არ გავააქტიურე, დანარჩენი უფასო აპლიკაციები როგორღა ჩავწეროთო? აქედან ჩაწერთ უფასო აპპ–ებსაც ჩვეულებრივ, ხოლო თუ რამე აპლიკაცია არ მოიძებნა ამ “ჩაინა” პროგრამით რაც  App Store-ზეა, მოგიწევთ შეელიოთ, ყველაფერი ერთად, თან უფასოდ სადაა ეგრე 😛

SIS TEMA ©

3 Comments (+add yours?)

  1. Murdock
    Oct 14, 2013 @ 13:58:56

    kuyaong_ით როცა ვწერდი შემდეგ iTunes დან სინქრონიზაცი არ კეთდებოდა და ამაზეც ესე იზავს?

    Reply

    • sistema86
      Oct 18, 2013 @ 10:30:35

      iTunes-დან სინქრონიზაცია რომც გააკეთოს შენ არ უნდა გააკეთებინო! ხომ მიწერია გარკვევით რომ ამ პროგრამების ხმარების შემდეგ არასასურველია iTunes-ისა და App Store-ს გამოყენება! როგორც კი სისტემა მიხვდება რომ მისი გვერდის ავლით აპლიკაციებია დაინსტალირებული აუცილებლად გაგითიშავს იმ აპლიკაციებს!

      Reply

      • Murdock
        Oct 31, 2013 @ 12:46:28

        მადლობთ
        და iOS 7_ზეც მუშაობს ხო ჩვეულებრივ?

Leave a comment