APPLE ID – როგორ დავრეგისტრირდეთ App Store-ზე (ყოველგვარი ბარათის გარეშე)

6 Comments

იმისათვის რომ ვისარგებლოთ APPLE-ს აპლიკაციების მარკეტით – App Store-თ, აუცილებლად დაგვჭირდება APPLE ID, ანუ მარტივად რომ ვთქვათ დარეგისტრირება App Store-ზე… რეგისტრაციის გავლა სულაც არაა შეუძლებელი და რაღაც “ჯადოსნურ შელოცვებთან” დაკავშირებული,  მაგრამ გარკვეულ ცოდნას საჭიროებს და მინდა დაწვრილებით აღვწერო თუ რისი გაკეთება მოუწევს საკუთარი APPLE ID-ის შექმნისათვის მომხმარებელს! თუმცაღა გასათვალისწინებელია რომ ბარათის გარეშე დარეგისტრირების შემთხვევაში  App Store-დან შეძლებთ მხოლოდ free  ანუ უფასო აპლიკაციების გადმოწერას!
ტექსტი რომ განსაკუთრებულად არ გავართულოთ მაგალითს დავწერ კომპიუტერიდან  iTunes-ის გამოყენებით დარეგისტრირებაზე, დაახლოებით იგივენაირად ხდება თვითონ აპარატიდანაც ოღონდ  თუ კომპიუტერიდან iTunes-იდან შევდივართ App Store-ზე, აპარატს პირდაპირ აქვს ცალკე გამოტანილი App Store და ვიწყებთ იქედან…

მაშ ასე:

1) გავხსნით კომპიუტერში iTunes და შევდივართ iTunes Store-ზე, საძიებო ველში ვწერთ რამე უფასო აპლიკაციას (skype, viber, iBooks, facebook…) და როცა მოვძებნით ვაჭერთ გადმოწერას,   ამოხტება პატარა ფანჯარა რომელიც გვეუბნება გადმოწერისათვის შეიყვანეთ თქვენი ID-ო, ვინაიდან ჩვენ ჯერ მხოლოდ ახლა ვაპირებთ ID-ს შექმნას, იმ ფანჯარაზევე ვაჭერთ Create Apple ID

1

2)  გაიხსნება ახალი ფანჯარა სადაც iTunes შეგვახსენებს რის გაკეთებას შევძლებთ მომავალში ჩვენი ID-ით და აქ უბრალოდ ვაჭერთ Continue

3) გაიხსნება შემდეგი ფანჯარა სადაც  მოვნიშნავთ “I have read and agree to these terms and conditions” და ვაწვებით Agree

4) აჰა, გაიხსნება კიდევ ერთი ფანჯარა სადაც ვავსებთ შესაბამის ველებს და ვაჭერთ ისევ და ისევ  Continue

2

5) და აი,   კიდევ ერთი ახალი ფანჯარაც ( მალე დამთავრდება 😀 ) სადაც ასარჩევი ბარათების გვერდით უკვე გამოჩნდება [None] რაც არაფრით არ გამოჩნდებოდა იმ შემთხვევაში, თუ უფასო აპლიკაციის გადმოწერით არ დავიწყებდით დარეგისტრირებას, ანუ სხვანაირად ბარათის გარეშე ვერ დავრეგისტრირდებით!!!
მაშ ასე, მოვნიშნავთ None -ს, შემდეგ ველს სადაც კოდის შეყვანას გვთხოვენ ვტოვებთ როგორცაა ხოლო დაბლა შემდეგი გრაფების შესავსებად ვიყენებთ Google-ს ან სხვა რომელიმე საძიებო სისტემას და ვავსებთ ისე რომ აუცილებელი არაა ვიცოდეთ ვის ტელეფონის ნომერს ვწერთ ან არსებობს თუ არა ის საერთოდ, მთავარია, რომელ ქალაქსაც ვწერთ არსებობდეს, იმ ქალაქში მართლა იყოს ის ქუჩა რომელსაც ვუთითებთ, სატელეფონო ინდექსი ემთხვეოდეს ამ ქალაქისას  და ა.შ… 😀  მე მაგალითად ასე შევავსებ:

3

მითითებული ველების შევსების შემდეგ ვაჭერთ Creat Apple ID

6) თუ ყველაფერი გავაკეთეთ როგორც ავხსენი მივიღებთ ასეთ ფანჯარას:

4

რაც იმის მაუწყებელია რომ ჩვენი საქმიანობის ძირითადი პროცესები დამთავრებულია და გვრჩება მხოლოდ მისი საბოლოო დამოწმება! დასამოწმებლად კი ჩვენს მიერ მითითებულ იმეილზე გამოიგზავნა მეილი! iTunes-ში გამოსულ ფანჯარაში მივაჭერთ OK -ს, შემდეგ  ნებისმიერი ინტერნეტ–ბრაუზერით ვხსნით ჩვენს  მეილს და გადავდივართ დასამოწმებლად გამოგზავნილ ლინკზე! აქ კი ბრაუზერშივე გაგვეხსნება ასეთი ფანჯარა სადაც უკვე შეგვყავს ჩვენს მიერ მითითებული იმეილი (აწ უკვე APPLE ID) და ასევე ჩვენს მიერ შერჩეული (მინიმუმ რვანიშნა) პაროლი.

5

ვაწვებით დაბლა   Verify Address

7) გამოდის ასეთი საბოლოო ფანჯარა და ვაწვებით Return to iTunes

6

ვბრუნდებით iTunes-ში, შეგვყავს ჩვენი ID,  Password და ვიწერთ რაც სულსა და გულს გაეხარდებაააააა!

შენიშვნა:
მოცემული მოქმედებები შეასრულეთ რაც შეიძლება სწრაფად იმიტომ რომ ბლანკების შევსებისათვის განკუთვნილი დრო ლიმიტირებულია და დროის გასვლის შემთხვევაში მოგიწევთ ყველაფრის თავიდან დაწყება!!! თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ აუცილებლად გამოგივათ, ვინაიდან ამ პოსტის დაწერისას აგერ ძალაუნებურად შემექმნა ID რომელიც უპრობლემოდ მუშაობს!!!

sis tema©

***********************************************************

iPhone-ს წარმომავლობის გარკვევა (ოპერატორთან მიჯაჭვულობა)

Leave a comment

მაშ ასე, ალბათ ყველაზე მეტი კითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ქართულ რეალობაში! ვინაიდან ჩვენთან შემოტანილი iPhone-ების უმეტესობა სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი მოდელებია და მათი უმრავლესობა იმ ქვეყნის ოპერატორთანაა მიჯაჭვული, რომლიდანაც შემოვიდა ჩვენთან პროდუქტი. ბუნებრივია, რომ ასეთმა ტელეფონებმა საქართველოში არსებულ მობილურ ოპერატორთა ქსელებზე შესაძლოა ვერ იმუშავონ! მაგრამ რამდენიმე ხერხით შესაძლებელია ამ მიჯაჭვულობის მოხსნა და აპარატის განბლოკვა ჩვენს ქვეყანაში შემდგომი გამოყენებისათვის! ამისათვის კი პირველ რიგში მფლობელმა უნდა გაიგოს საიდან არის შემოტანილი და რომელ ოპერატორზეა მიჯაჭვული iPhone?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ მარტივია. საჭიროა, თქვენს iPhone-ში შეხვიდეთ Settings > General > About და პუნქტში Model ვნახოთ ბოლო 2 ასო.
(თუ ტელეფონი არ არის აქტიური და არ გაქვთ მენიუში შესვლის შესაძლებლობა, მაშინ მოდელის დაზუსტება შეიძლება ტელეფონის ყუთის მეშვეობით (ინფორმაცია მოდელის შესახებ დატანილია ყუთის უკანა მხარეზე)).
ვთქვათ წერია ასეთი მოდელი MC318LL. ჩვენ გვაინტერესებს ბოლო 2 ასო LL. სწორედ მათი მოძებნაა საჭირო ქვევით მდებარე სიაში. ამ სიის მიხედვით iPhone-ის მოდელი MC318LL ამერიკიდანაა და მიჯაჭვულია AT&T ოპერატორზე.

AB – გაერთიანებული ემირატები და საუდის არაბეთი (ოპერატორები: Mobily, etisalat)
B – დიდი ბრიტანეთი და ირლანდია (ოპერატორი: O2)
BZ – ბრაზილია (ოპერატორები: Claro, VIVO)
С – კანადა (ოპერატორები: Fido და Rogers)
CR – ხორვატია (ოპერატორები: T-Mobile, დაბლოკილია)
СZ – ჩეხეთი (ოპერატორები: O2, T-Mobile, Vodafone, ბლოკი მოხსნილია)
DN – ავსტრია, გერმანია და ჰოლანდია (ოპერატორი: T-Mobile, დაბლოკილია)
E – მექსიკა (ოპერატორი: Telcel, დაბლოკილია)
EE – ესტონეთი (ოპერატორი: EMT, დაბლოკილია, მაგრამ დამატებითი პირობების შემთხვევაში შესაძლებელია ბლოკის მოხსნა)
FD – ავსტრია, ლიხტენშტეინი და შვეიცარია (ოპერატორები: One (ავსტრ), Orange (ლიხ, შვე), Swisscom (ლიხ, შვე), დაბლოკილია, მაგრამ დამატებითი პირობების შემთხვევაში შესაძლებელია ბლოკის მოხსნა)
FB – საფრანგეთი (ოპერატორი: SFR, დაბლოკილია, მაგრამ დამატებითი პირობების შემთხვევაში შესაძლებელია ბლოკის მოხსნა)
GR – საბერძნეთი (ოპერატორი: Vodafone)
HN – ინდოეთი (ოპერატორები: Airtel და Vodafone)
J – იაპონია (ოპერატორი: SoftBank)
KN – დანია და ნორვეგია (ოპერატორები: Telia (დან) და NetcCom (ნორ) )
KS – ფინეთი და შვედეთი (ოპერატორები: Telia (შვ), Sonera (ფინ)
LA – გვატემალა, ჰონდურასი, კოლუმბია, პერუ, სალვადორი, ეკვადორი (ოპერატორები: Comcel (კოლ), Claro (ჰონდ, გვა, პერუ, სალ), Movistar, Porta (ეკვ), TM SAC (პერუ)
LE – არგენტინა (ოპერატორები: Claro, Movistar)
LL – აშშ (ოპერატორი: AT&T)
LТ – ლიტვა (ოპერატორი: Omnitel)
LV – ლატვია (ოპერატორი: LMT)
LZ – პარაგვაი, ჩილი და ურუგვაი (ოპერატორი: CTI Movil (პარ, ურუ), Claro (ჩილი), Movistar(ურუ), TMC (ჩილი)
MG – უნგრეთი (ოპერატორი: T-Mobile)
NF – ბელგია, საფრანგეთი და სუქსენბურგი (ოპერატორები: Mobistar(ბელ) და Orange (საფ), Vox Mobile (ლუქს)
PL – პოლონეთი (ოპერატორი: Era და Orange)
PO – პორტუგალია (ოპერატორი: Optimus და Vodafone)
PP – ფილიპინები (ოპერატორი: Globe)
RO – რუმინეთი (ოპერატორი: Orange)
RS – რუსეთი (ოპერატორი: VimpelCom, MegaFon და MTS)
SL – სლოვაკეთი (ოპერატორი: Orange, T-Mobile)
SO – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (ოპერატორი: Vodacom)
T – იტალია (ოპერატორი: TIM და Vodafone)
TU – თურქეთი (ოპერატორი: Vodafone, TurkCell)
TA – ტაივანი (ოპერატორი: Chunghwa Telecom – არ არის დაბლოკილი)
X – ავსტრალია და ახალი ზელანდია(ოპერატორი: Optus(ავს), Telstra (ავსტ), და Vodafone (ზელან) )
Y – ესპანეთი (ოპერატორი: Movistar)
ZA – სინგაპური (ოპერატორი: SingTel)
ZP – ჰონკონგი და მაკაო (ოპერატორი: Three)

4) iPhone-ის ისეთი მოდელები, რომლებიც მიჯაჭვულია ოპერატორთან (დაბლოკილია) გერმანია – T-Mobile
MC603DN/A – 16GB Black
MC605DN/A – 32GB Black

იაპონია – Softbank
MC603J/A – 16GB Black
MC605J/A – 32GB Black

ესპანეთი – Movistar, Orange, Vodafone
MC603Y/A – 16GB Black
MC605Y/A – 32GB Black

აშშ – AT&T
MC608LL/A – 16GB Black
MC610LL/A – 32GB Black
MC318LL/A – 16GB Black
MC319LL/A – 32GB Black

5) iPhone-ის ისეთი მოდელები, რომლებიც არ არის მიჯაჭვული ოპერატორთან (Sim Free)
ავსტრალია
MC603X/A – 16GB Black
MC605X/A – 32GB Black

კანადა
MC603C/A – 16GB Black
MC605C/A – 32GB Black

საფრანგეთი
MC603FB/A – 16GB Black
MC605FB/A – 32GB Black

ჰონკონგი
MC605ZP/A – 32GB Black
MC603ZP/A – 16GB Black

იტალია
MC603IP/A – 16GB Black
MC605IP/A – 32GB Black

ახალი ზელანდია
MC603X/A – 16GB Black
MC605X/A – 32GB Black

სინგაპური
MC603ZA/A – 16GB Black
MC605ZA/A – 32GB Black

შვედეთი
MC603KS/A – 16GB Black
MC605KS/A – 32GB Black

ინგლისი
MC603B/A – 16GB Black
MC605B/A – 32GB Black

რუსეთი
MC603RR/A – 16GB Black

ჩეხეთი
MC603CS/A – 16GB Black

გარდა ამისა ჩვენს აიფონზე ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია IMEI კოდითაც, რომელიც მითითებილია აიფონის ყუთზე ან შეგვიძლია პირდაპირ ტელეფონზე ვნახოთ *#06# –ის აკრეფით, გადავდივართ ქვემოთ მითითებულ საიტზე შეგვყავს ჩვენი აიფონის IMEI და ვნახულობთ ინფორმაციას:

iPhone IMEI info