APPLE

apple-think-different

დევიზი: იფიქრე სხვანაირად (Think Different)

დაფუძნდა: კალიფორნია, აშშ (1 აპრილი, 1976, როგორც Apple Computer, Inc.)
მდებარეობა: 1 ინფინიტ ლუპი, კუპერტინო, კალიფორნია
წამყვანი: ტიმ კუკი, CEO
დარგი: კომპიუტერული ტექნიკა, პროგრამული უზრუნველყოფა, სამომხმარებლო ელექტროტექნიკა

პროდუქცია:   Mac (პერსონალური კომპიუტერის სერიები), Mac OS X, Mac OS X Server, iPod, QuickTime, iTunes, iLife, iWork, Safari, Apple Remote Desktop, Xsan, Final Cut Studio, Aperture, Logic Studio, Cinema Display, AirPort, Apple Mighty Mouse, Xserve, iPhone, Apple TV, iPad

ბრუნვა: US$24.01 მილიარდი (ფისკალური წელი 2007)

საწარმოო შემოსავალი: US$4.41 მილიარდი (ფისკალური წელი 2007)

სუფთა მოგება: US$3.50 მილიარდი (ფისკალური წელი 2007)

თანამშრომელი: 17,787 მუდმივი; 2,399 დროებითი

ვებ-გვერდი: Apple.com

  Apple ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია, აწარმოებს სამომხმარებლო ელექტრონიკასა და მასთან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. შტაბ-ბინა მდებარეობს აშშ-ის კალიფორნიის შტატიის ქალაქ კუპერტინოში. APPLE ამზადებს, ყიდის და მხარდაჭერას უზრუნველყოფს პერსონალური კომპიუტერის სერიისთვის, პორტატიული მედია-პლეერებისთვის და სხვა აქსესუარებისთვის. APPLE ამჟამად ასევე დაკავებულია ახალი ტექნოლოგიური კონცეფციების შექმნით, მათ შორის iPhone-ს, APPLE-TV-ს და ახალი ოპერაციული სისტემა Mac OS-ის დამუშავებით.

  კომპანიის ყველაზე ცნობილ პროდუქტთა შორისაა მაკინტოშის სერიის პერსონალური კომპიუტერები და მასთან დაკავშირებული პერიფერიული მოწყობილობა, პორტატული მედია-პლეერ iPod-ის სერია და ბოლო დროს უკვე iPhone-ც. APPLE-ს ყველაზე განთქმული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქციაა Mac OS ოპერაციული სისტემა და iLife პროგრამების პაკეტი. APPLE ასევე მნიშვნელოვანი მწარმოებელია პროფესიონალური აუდიო და კინოინდუსტრიის პროგრამული პროდუქტების, ძირითადად Mac-ის კომპიუტერებისთვის, მათ შორის Final Cut Pro, Logic Pro, Final Cut Studio, და დაკავშირებული ხელსაწყოები.

APPLE-ში მუდმივად და დროებითად 20,000-მდე ადამიანია დასაქმებული მსოფლიოს გარშემო და მისმა მსოფლიო გაყიდვებმა 2007 ფისკალურ წელს (დასრულდა 2007 წლის 29 სექტემბერს) US$24.01 მილიარდი შეადგინა.

რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის ყოველმხრივად ესთეტიკური დიზაინით თავისი კონტრკულტურული ინდი ფესვებით, ასევე თავისი სარეკლამო კამპანიებით, APPLE-მა გამორჩეული რეპუტაცია მოიპოვა სამომხმარებლო ელექტრონიკის ინდუსტრიაში და კულტივირებული მომხმარებლების “პლეადა” წარმოშვა, რომლებიც განსაკუთრებულად ლიოალურები და თავდადებულები არიან კომპანიისა და ბრენდის მიმართ, განსაკუთრებით აშშ-ში.

კომპანიამ APPLE II მიკროკომპიუტერი 1977 წელს წარმოადგინა. რამდენიმე წლის შემდეგ, 1983-ში, მან ლიზა გაუშვა, რომელიც პირველი კომერციული პერსონალური კომპიუტერი იყო მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისით (GUI), მასზე გარკვეულწილად ქსეროქს ალტომ მოახდინა გავლენა. ლიზა ასევე პირველი პერსონალური კომპიუტერი იყო მაუსით. 1984 წელს მაკინტოში იქნა წარმოდგენილი, რომელმაც უდავოდ წინ წამოსწია მომხმარებლებისთვის ადვილად გასაგები (იუზერ ფრენდლი) გრაფიკული ინტერფეისის კონცეფცია. APPLE-ის მაკინტოშის წარმატებამ ყოველ მხრივ განაპირობა გრაფიკული ინტერფეისების გამოყენება ძირითად კომპიუტერის ოპერატიულ სისტემებზე, როგორებიცაა “კომოდორე ამიგა” და “ატარი ST”, რომლებიც მაკინტოშის გამოსვლიდან ორი წლის განმავლობაში ჩნდებოდნენ ბაზარზე.
1991 წელს, APPLE-მა პორტატული კომპიუტერების ხაზი PowerBook გაუშვა. 1990-იანბში APPLE-ის საბაზრო წილის ვარდნა მოხდა კონკურენციის გამო მაიკროსოფტ ვინდოუსის და შედარებით დაბალ ფასიანი IBM PC შეთავსებადი კომპიუტერების მხრიდან, რომლებიც საბოლოოდ დომინირებდნენ კიდეც ბაზარზე. 2000-იან წლებში, APPLE-მა განავრცო თავისი ფოკუსი პროგრამირების კუთხით და პროფესიონალური და პროზიუმერული ვიდეო, მუსიკალური და ფოტო წარმოების გადაწყვეტები შესთავაზა მომხმარებლებს, თავის ახალ პროდუქტებს ის წარმოაგენს როგორც “ციფრულ ცენტრს”. მან ასევე გამოუშვა აიპოდი, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ციფრული მუსიკალური დამკვრელი.

APPLE დაარსებულ იქნა 1976 წლის 1 აპრილს სტივ ჯობსის, სტივ უოზნიაკის და რონალდ უეინის მიერ (და მოგვიანებით, 1977 წლის 3 იანვარს კორპორაციად გარდაიქმნა უკვე უეინის გარეშე, რომელმაც კომპანიის თავისი წილი ჯობს და უოზნიაკს მიჰყიდა), რათა გაეყიდა APPLE I კომპიუტერული აღჭურვილობა. ისინი სტივ უოზნიაკის მიერ, ხელით იყო აწყობილი ჯობსის მშობლების სასტუმრო ოთახში. APPLE I საზოგადოების წინაშე პირველად ჰოუმბრიუს კომპიუტერულ კლუბში წარადგინეს. საბოლოოდ 200 კომპიუტერი იქნა აწყობილი. APPLE I იყიდებოდა როგორც დედა პლატა (პროცესორით, ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობით იგივე RAM-ით და ძირითადი ტექსტურ-ვიდეო ჩიპებით) – და არა ისე, რაც დღეს არის მიღებული პერსონალურ კომპიუტერად!!!

შტაბბინა:
APPLE-ს კორპორაციული შტაბბინა სილიკონის ველის შუაგულში მდებარეობს, მისამართით:– ” 1 ინფინიტ ლუპი, კუპერტინო, კალიფორნია.”
კომპლექსის ტერიტორიაზე ექვი ნაგებობა მდებარეობს, საერთო ფართობით 79,000 მ2 და აშენებულ იქნა 1993 წელს სობრატო დეველოპმენტ კოსის მიერ.
2006 წელს, ეპლმა ახალი კომპლექსის მშენებლობის გადაწყვეტილების მიღების შესახებ განცხადება გააკეთა მომიჯნავე მიწებზე, რომელთა ფართობი 202, 000 მ2-ს შეადგენს. ასევე კუპერტინოში მდებარე ახალი კომპლექსი ძველისაგან 1,5 კმ-ით იქნება დაშორებული.

აღმასრულებელი დირექტორები:
1977–1981: მაიკლ სკოტი
1981–1983: მაიკ მარკულა
1983–1993: ჯონ სკალი
1993–1996: მაიკლ სპინდლერი
1996–1997: ჯილ ამელიო
1997–2011: სტივ ჯობსი (მოვალეობის შემსრულებელი 1997-2000)
2011-დღემდე: ტიმ კუკი

სლოგანები:
APPLE-ის პირველი სლოგანი, “Byte into an Apple”, 1970-იანი წლების ბოლოსთვის იქნა წარმოდგენილი. მას შემდეგ, რაც კომპანიამ კომპიუტერებთან ერთად სხვა ნივთების გაყიდვაც დაიწყო, სლოგანები თითოეული ინდივიდუალური პროდუქტისთვის იქმნებოდა, კომპანიის საერთო სლოგანის მაგივრად. მაგალითად, სლოგანი “iThink, therefore iMac”, გამოყენებულ იქნა iMac-ის პოპულარიზაციისათვის 1998 წელს. დღესდღეობით კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე რამდენიმე სლოგანის მარკეტინგი ხდება; თუმცა, APPLE ისევ აგრძელებს პროდუქტების ინდივიდუალურ მარკეტინგზე ფოკუსირებას.

ფინანსები:
2011 წელს მიუხედავად ბაზრის წილის 16.6%-დან 15%-მდე შემცირებისა Apple-მა შეძლო 108 მილიარდი ამერიკული დოლარის შემოსავლის მიღება, რაც 2010 წელს 65 მილიარდს შეადგენდა. მან ასევე შექმნა დაახლოებით 82 მილიარდი ამერიკული დოლარის რეზერვი.

sis tema ©

Leave a comment