როგორ შევიტანოთ ფოტოები Camera Roll-ში

Leave a comment

ამ პოსტში თქვენი მონა–მორჩილი sis tema წარმოგიდგენთ პატარა ხრიკს თუ როგორ ჩავყაროთ ფოტოსურათები Camera Roll-ში! მოგეხსენებათ ამის გაკეთება პირდაპირი გზით, ასევე  ჩვენი ასე ძლიერ ნაქები iTools-ითაც კი შეუძლებელია! Camera Roll – ეს ისეთი განყოფილებაა საიდანაც შეგვიძლია ფოტოების ამოღება მაგრამ არ შეგვიძლია ჩაწერა! ხერხი რომელსაც ახლა გთავაზობთ ცოტა მოუხერხებელია და ასევე საჭიროებს ინტერნეტ ტრაფიკის გამოყენებასაც მაგრამ ვისაც ამის გაკეთება ძალიან უნდა ან Wi-Fi-ზე მიუწვდება ხელი მისთვის პრობლემა არ იქნება.  (შესაძლებელია ჩვეულებრივი ფიჭური ინტერნეტითაც მაგრამ ინტერნეტს ჭამს ბლომად)!!! მოკლედ Camera Roll-ში ფოტოების ჩაწერა შესაძლებელია, დანარჩენი კი თქვენ თვითონვე გადაწყვიტეთ!

მაშ ასე, კომპიუტერის Web-ბრაუზერით შევდივართ dropbox.com -ზე. ( ვინც არაა დარეგისტრირებული, ჯერ რეგისტრირდება და მერე შედის 😀 )  ასევე შესაძლებელია სხვა ალტერნატივის მოძებნაც, უბრალოდ მე dropbox-ის მაგალითზე გეტყვით. მოკლედ, საიტზე შესვლის შემდეგ მოვნახავთ ასეთ ღილაკს და სასურველ სურათებს ავტვირთავთ!!!

Home - Dropbox 2013-08-01 15-25-15

როცა ატვირთვას მოვრჩებით, ჩვენს APPLE-ის მოწყობილობაზე ვაყენებთ dropbox-ის კლიენტს,  ვხსნით dropbox-ს და შევდივართ იქ სადაც სურათები ავტვირთეთ! გავხსნით სასურველ სურათს და ვიქცევით როგორც დაბლაა ნაჩვენები:

apple wallpaper

სულ ესაა, ფოტო ჩამოტვირთება პირდაპირ Camera Roll-ში!!!

ანუ, აქ იდეა მარტივია, ფოტოს ავტვირთავთ dropbox-ზე და ჩამოვტვირთავთ ჩვენს APPLE მოწყობილობაში!!!

sis tema©

************************************************************************

როგორ ჩავრთოთ ინტერნეტი აიფონზე…

Leave a comment

ხშირად გვესმის კითხვა, თუ როგორ ჩართოს ახალბედა მომხმარებელმა თავის ახლად შეძენილ APPLE-ის ტელეფონზე ფიჭური ინტერნეტი, რომლის გარეშეც დღევანდელი ყოფა–ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია!

ამისათვის ვიქცევით ასე, iPhone-ს მენიუში ვნახულობთ ხატულას Settings, ვხსნით მას და მივყვებით ამ მიმართულებით Settings -> General -> Cellular -> აქ ჩავრთავთ Cellular Data-ს, ხოლო დაბლა Cellular Data Network-ში პირველივე Cellular Data-ს APN-ში ვწერთ, რომელი ოპერატორის მომხმარებელიც ვართ, მის წვდომის წერტილს!

წვდომის წერტილებია:
Geocell (ჯეოსელი, ლაი-ლაი) – internet (APN-ში უნდა ჩაწეროთ)
Magti COM (მაგთი, ბალი, ბანი) – 3g.ge (APN-ში უნდა ჩაწეროთ)
Beeline (ბილაინი) – internet.ge.beeline.net (APN-ში უნდა ჩაწეროთ)

ესეც პატარა ფოტო-მასწავლებელი:

skrin

გაითვალისწინეთ რომ  აქ საუბარია iOS 6.1.3 ვერსიაზე და სხვა ვერსიებზე შესაძლოა ცოტა განსხვავებებს შეხვდეთ მაგრამ პრინციპი ერთია და იმედია მიხვდებით როგორ მოიქცეთ!!!

sis tema©

*****************************************************************************

როგორ დავაყენოთ ქართული კლავიატურა iOS 5.x – 6.x – 7.x (არ საჭიროებს ჯეილბრეიკს)

Leave a comment

მაშასადამე, დასკვნა რომ საქართველოში ქართულად წერა სმარტფონის ერთერთი საჭირო ფუნქციაა განხილვას აღარ საჭიროებს! ამ პოსტით შევეცდები აგიხსნათ როგორ ჩავსვათ iOS ოპერაციული სისტემის კლავიატურათა ჩამონათვალში – ქართული კლავიატურა!!! ამ საკითხში საავტორო უფლებები ეკუთვნის ჩვენს მეგობარს kilavagora–ს და ამიტომაც დიდი მადლობა მას!!!

მაშ ასე,
1) ავიღოთ ჩვენი აპარატი და გარდა მთავარი კლავიატურისა გავააქტიუროთ რომელიმე კლავიატურა, მაგალითად თუ გვაქვს ინგლისური კლავიატურა, დავაყენოთ სხვა რომელიმეც, შემდეგ კი შევიდეთ წერაში და გადავამოწმოთ რომ ორივე კლავიატურა მუშაობს!!! (ეს აუცილებელია)

2) ვაერთებთ USB კაბელით, აპარატს კომპიუტერზე, ვრთავთ iTunes და ველოდებით დასინქრონიზებას, როცა მორჩება და iTunes აპარატს სრულად აღიქვამს ვაკეთებთ ლოკალურ დაბექაფებას კომპიუტერში, ამისათვის ვიქცევით ასე:

1

3) როცა დაბექაფებას მორჩება, გამოვრთოთ iTunes ზედმეტი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით!!!

4) ახლა კი გადმოვწეროთ პატარა პროგრამა  iBackupbot  რომელიც დაგვეხმარება ჩვენი ბექაფის დარედაქტირებაში  და მასში ქართული კლავიატურის ჩასმაში!!! დავაყენოთ ეს პროგრამა ჩვენს კომპიუტერში და ჩავრთოთ!

5) მარცხენა მხარეს ბექაფთა ჩამონათვალში მოვნიშნოთ ბოლო ბექაფი. (თუ პირველად აკეთებთ მხოლოდ ერთი ბექაფი იქნება და არ დაიბნეთ) მარჯვენა ჩარჩოში კი დაძებნეთ ფაილი .GlobalPreferences.plist და დააწკაპუნეთ  ორჯერ. გამოვა რეგისტრაციასთან დაკავშირებული რაღაც ფანჯარა, სადაც დააჭერთ cancel-ს. (გაითვალისწინეთ რომ .GlobalPreferences.plist ფაილი ორია, ერთში შედარებით პატარა და მხოლოდ მთავარი კლავიატურის ჩანაწერებია, ხოლო მეორეს შიგთავსი შედარებით დიდია და ორივე კლავიატურის ჩანაწერს მოიცავს, სწორედ ეს მეორე გვჭირდება!)

აი მაგალითი kilavagora-ს აიპოდის მაგალითზე:

ibackupbot1

6)  cancel-ზე დაჭერის შემდეგ ამოვარდება შემდეგი ფანჯარა  სადაც <key>AppleKeyboards</key>  კლავიატურის პარამეტრის შემდეგ <string>  თეგებს შორის იქნება ჩვენი ორი კლავიატურის პარამეტრები, აქედან ერთერთს გადავაკეთებთ ქართულად (ვინაიდან ჩვენს შემთხვევაში პირველი არის ძირითადი–ინგლისური, ხოლო მეორე დამატებით არჩეული გადავაკეთებთ მეორეს) ანუ <string>  თეგებს შორის წავშლით ძველი კლავიატურის პარამეტრებს და ჩავსვამთ ახალ ქართული კლავიატურის პარამეტრს ანუ   ka@hw=US;sw=Georgian-Phonetic    და მივიღებთ შემდეგ სურათს!!!

ibackupbot2

7) თუ ყველაფერი ისე გამოგივიდათ როგორც სურათზეა და ქართული კლავიატურის პარამეტრებიც ზუსტად ისევე გაწერეთ როგორც ფოტოზეა მონიშნული, ეს ყველაფერი დაასეივეთ, (Ctrl + s)  და გამოდით პროგრამიდან.
8)  ახლა კი ჩავრთოთ ისევ iTunes და აღვადგინოთ დარედაქტირებული ბექაფი სადაც ქართული კლავიატურის პარამეტრები ჩავამატეთ:

2

9) დაველოდებით სანამ ბექაფი ჩვენს მოწყობილობაში არ დასინქრონიზდება და აპარატი არ გადაიტვირთება.

10)  აი, აპარატიც გადაიტვირთა და უკვე შეგვიძლია მარტივად ვწეროთ ქართულად!!!

IMG_0069

შენიშვნა: როცა ასეთი წესით დაყენებული კლავიატურით სარგებლობთ, ნუ გაუკეთებთ აპარატს ე.წ. –  Reset All Settings, ვინაიდან დაგემალებათ ქართული კლავიატურა და თავიდან მოგიწევთ ამ ყველაფრის გაკეთება!!!

sis tema©

*******************************************************************************************

Older Entries