ამ პოსტში თქვენი მონა–მორჩილი sis tema წარმოგიდგენთ პატარა ხრიკს თუ როგორ ჩავყაროთ ფოტოსურათები Camera Roll-ში! მოგეხსენებათ ამის გაკეთება პირდაპირი გზით, ასევე  ჩვენი ასე ძლიერ ნაქები iTools-ითაც კი შეუძლებელია! Camera Roll – ეს ისეთი განყოფილებაა საიდანაც შეგვიძლია ფოტოების ამოღება მაგრამ არ შეგვიძლია ჩაწერა! ხერხი რომელსაც ახლა გთავაზობთ ცოტა მოუხერხებელია და ასევე საჭიროებს ინტერნეტ ტრაფიკის გამოყენებასაც მაგრამ ვისაც ამის გაკეთება ძალიან უნდა ან Wi-Fi-ზე მიუწვდება ხელი მისთვის პრობლემა არ იქნება.  (შესაძლებელია ჩვეულებრივი ფიჭური ინტერნეტითაც მაგრამ ინტერნეტს ჭამს ბლომად)!!! მოკლედ Camera Roll-ში ფოტოების ჩაწერა შესაძლებელია, დანარჩენი კი თქვენ თვითონვე გადაწყვიტეთ!

მაშ ასე, კომპიუტერის Web-ბრაუზერით შევდივართ dropbox.com -ზე. ( ვინც არაა დარეგისტრირებული, ჯერ რეგისტრირდება და მერე შედის 😀 )  ასევე შესაძლებელია სხვა ალტერნატივის მოძებნაც, უბრალოდ მე dropbox-ის მაგალითზე გეტყვით. მოკლედ, საიტზე შესვლის შემდეგ მოვნახავთ ასეთ ღილაკს და სასურველ სურათებს ავტვირთავთ!!!

Home - Dropbox 2013-08-01 15-25-15

როცა ატვირთვას მოვრჩებით, ჩვენს APPLE-ის მოწყობილობაზე ვაყენებთ dropbox-ის კლიენტს,  ვხსნით dropbox-ს და შევდივართ იქ სადაც სურათები ავტვირთეთ! გავხსნით სასურველ სურათს და ვიქცევით როგორც დაბლაა ნაჩვენები:

apple wallpaper

სულ ესაა, ფოტო ჩამოტვირთება პირდაპირ Camera Roll-ში!!!

ანუ, აქ იდეა მარტივია, ფოტოს ავტვირთავთ dropbox-ზე და ჩამოვტვირთავთ ჩვენს APPLE მოწყობილობაში!!!

sis tema©

************************************************************************