iTools

ალბათ ბევრი დამეთანხმება თუ ვიტყვი, რომ iTunes ცოტა რთულად მოსახმარია, როგორც ფაილ–მენეჯერი, ვინაიდან იგივე მუსიკებთან მიმართებაში, თუ აიფონში არსებულ კოლექციას გვინდა რამდენიმე მუსიკა შევმატოთ ჩვენი კომპიუტერიდან, გვიწევს აიფონში არსებული მუსიკების წაშლა და მერე ხელთავიდან ამ ახალ მუსიკებთან ერთად დასინქრონიზება! ასევეა ფოტოების Camera Roll-დან წაშლის ან ალბომებში ჩამატების შემთხვევაში! გარდა ამისა კიდევ ბევრი მოუხერხებლობის გამო გადავწყვიტე მომეძებნა რამე დამატებითი აპლიკაცია რომელიც დამეხმარებოდა iTunes-თან ურთიერთობაში…  და აღმოვაჩინე კიდეც ერთერთ ჩინურ საიტზე სახელით – iTools.
 

   რა დადებითი მხარეები აქვს  მას?
პირველ რიგში ის რომ აქვს ინგლისური და რუსული ინტერფეისიანი ვერსიები!!! ასევე აქვს უმარტივესი ინტუიციურად გასაგები ინტერფეისი და არის პორტაბელური, ანუ მოხმარებისათვის არ საჭიროებს ინსტალაციას კომპიუტერში. “გახსნი, იხმარ, დახურავ”!!!  იმისათვის რომ უკეთ განვმარტო iTools-ის შესაძლებლობები ფოტოზე აღვნიშნე მისი ფუნქციები და ქვემოთ განვმარტავ შეძლებისდაგვარად!

iTools

1) ამ განყოფილებაში გამოჩნდება ყველა ის აპლიკაცია რასაც iTunes-ით ჩამოტვირთავთ კომპიუტერში, უპირატესობა ისაა რომ უპრობლემოდ გააკეთებთ ნებისმიერი მათგანის ინსტალაციას ან დეინსტალაციას სათითაოდ ან ერთიანად ისე რომ მთლიანი სინქრონიზაციები აღარ დაგჭირდებათ!!!

2)  Tools – ესაა სხვადასხვა ხელსაწყოების ნაკრები, პროგრამის მოწყობისათვის თქვენს გემოზე! გარდა ამისა ამ დირექტორიაში არსებული ბოლო პუნქტის “Make Rington“-ის დახმარებით შეგიძლიათ, დაჭრათ მუსიკები აიფონის ზარზე დასაყენებლად, გაითვალისწინეთ რომ ამ დროს აიფონი შეერთებული უნდა იყოს პროგრამაზე და ის თვითონ ყრის შესაბამის დირექტორიებში მუსიკალურ ნაწყვეტებს, ზარებსა და სმს–ებზე დასაყენებლად!!! ეცადეთ სმს–ისათვის განკუთვნილი ნაწვეტი იყოს ძალიან პატარა თორემ გამოჩნდება ზარების და არა სმს–ების დასაყენებელ გრაფაში!

3)  აქ უკვე გადავდივართ უშუალოდ აპარატის შიგთავსზე და მესამე პუნქტად მონიშნული განყოფილება არის უკვე ჩვენს აპარატში ჩაინსტალირებული აპლიკაციები! საიდანაც ასევე შეგვიძლია მათი წაშლა როგორც ერთად ასევე ცალკ–ცალკე, ისევ ყოველგვარი მთლიანი სინქრონიზაციების გარეშე!

4)  ესაა ჩვენი მედია ფაილების სამართავი პუნქტი, რომელიც კიდევ იყოფა რამდენიმე დირექტორიად, რაც გამოჩნდება მარჯვენა მხარეს მეოთხე პუნქტზე დაჭერისას!!! ამ დროს პირდაპირ შევდივართ მუსიკებში რომალთა ჩაყრა ამოშლასაც ასევე მარტივად შევძლებთ ისევ და ისევ სათითაოდ ან ერთიანად ისე რომ მთლიანი სინქრონიზაციები აღარ დაგვჭირდება!!! ასევე მარტივად მოვიხმართ მუსიკების მარჯვნის ჩამოთვლილ დირექტორიებსაც – “Ringtones”, “Videos”, “Podcasts” და ა. შ…

5) ვფიქრობ ამ პუნქტს დიდი ახსნა არ სჭირდება, აქაა ორი განყოფილება Camera Roll და Photos, პირველში ინახება კამერით გადაღებული ფოტოები, ხოლო მეორე გამოიყენება ალბომების შესაქმნელად, ან კომპიუტერიდან გადაწერილი სურათების შესანახად (ვინაიდან Camera Roll-ში კომპიუტერიდან ამ პროგრამით სურათებს ვერ ჩაყრით).

6)  ჩემი საყვარელი განყოფილება! აპარატზე ვაყენებთ აპლიკაციას iBooks, შემდეგ კი ვიწერთ სხვადასხვა საიტებიდან სასურველ წიგნებს ePub ფორმატში და ვყრით ამ მეექვსე განყოფილებად მონიშნულ დირექტორიაში! ასევე მინდა გითხრათ რომ ეს პროგრამა კითხულობს PDF ფაილებსაც მაგრამ ძალიან მოუხერხებელია ePub-თან შედარებით!
ასევე მინდა გაუწყოთ რომ ამავე საიტზე თქვენი მონა–მორჩილი შემოგთავაზებთ ქართულ ენაზე გაკეთებულ წიგნებს სწორედ ePub ფორმატში!!!

7) Storage – მცოდნეები მიხვდებით რაცაა, ხოლო არამცოდნეებისთვის ნაღდად არა აქვს აზრი, ამიტომ აღარ ვიწვალებ! 😀

8) Information – ესაა დირექტორია, რომელიც ძალიან კარგად ახერხებს მენეჯერობას  ჩვენი სატელეფონო წიგნაკისა, შესაძლებელია ჩვენი კონტაქტების მართვა – ჩაწერა, ამოშლა, დაბექაფება, აღდგენა, ჩასწორება და ა.შ…

9) ამ განყოფილებიდან შეგვიძლია თვალი ვადევნოთ ჩვენი აპარატის დესკტოპს, დავალაგოთ აპლიკაციები, გადავუღოთ ფოტო ან ვიდეო პირდაპირ ეკრანს და ა.შ…

10) გავიმეორებ მეშვიდე პუნქტში ნათქვამს, თუმცა დავამატებდი რომ თუ მოწყობილობა “დაჯეილბრეიკებული” არაა, ამ დირექტორიაში ვერაფერს შეცვლით, ხოლო თუ “დაჯეილებულია” მაინც არ გირჩევთ მანდ რაღაცეების ქექვას, ვინაიდან სისტემური ფაილებია რაზეც წვდომა გექნებათ “ჯეილბრეიკის” მერე და “რაღაც ისეთის” შეცვლამ მაგ დირექტორიაში შესაძლოა მწყობრიდან გამოიყვანოს თქვენი მოწყობილობის ოპერაციული სისტემა!!!

11) ძალიან კარგი დამატებითი ფუნქციების კრებული თქვენი აპარატებისთვის! აქედან შეგიძლიათ გაასუფთავოთ თქვენი აპარატი ზედმეტი ნაგავისაგან! ასევე გამორთოთ ან გადატვირთოთ თქვენი მოწყობილობა!!! (ძალიან კარგად მადგებოდა ეს ფუნქციები როცა გაფუჭებული მქონდა აიფონზე ჩართვა გამორთვის ღილაკი, აიფონის გამოსართავად აღარ მჭირდებოდა ხოლმე ელემენტის დაცლაზე დალოდება 😀 )

12) ესაა შეტყობინებები, iდევაისში დაყენებული აპლიკაციების განახლებების შესახებ!

 

 

iTools-ს ვიწერთ აქედან:

ინგლისური ვერსია

რუსული ვერსია

 
ალტერნატიული ბმული
 

შენიშვნა: გაითვალისწინეთ რომ ეს პროგრამა არ მუშაობს თუ კომპიუტერზე არ გიყენიათ ასევე iTunes !

sis tema©

******************************************************************************

4 Comments (+add yours?)

  1. Beqa Babalashvili
    Sep 13, 2013 @ 10:54:23

    კარგი პოსტებია, ძალიან გამოსაყენებადი, დაუფასეთ ამ ადამიანს შრომა.

    Reply

    • sistema86
      Oct 24, 2013 @ 10:49:30

      beqa gaixare jigaro! kai kaci xar!

      Reply

  2. Beka Patarkatsashvili
    Nov 21, 2013 @ 21:17:34

    madloba amıstvıs

    Reply

    • sistema86
      Nov 24, 2013 @ 11:03:17

      ბექა გაიხარე ძმაო!

      Reply

Leave a comment